Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანელმა კოლეგამ მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

2024 წლის 2 დეკემბერს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.


ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ამასთან, გამოიხატა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.  ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.


მინისტრებმა  ასევე ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები