2024 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისის წარმომადგენელს, ქემლინ ფერლის შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში დაგეგმილი UNHCR-ის აღმასრულებელი კომიტეტის (ExCom) 75-ე სესიის ფარგლებში განსახილველ ძირითად თემატურ მიმართულებებს. ამასთან, განხილულ იქნა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
შეხვედრისას აგრეთვე ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თემაზე და მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.