Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

განმცხადებელი

სამინისტრო

"ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ “X” - ზე გამოქვეყნდა.

“საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. “ - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.