Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საგარეო საქმეთა მინისტრი

სამმართველოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება;

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის,
სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების ბრძანების პროექტის მომზადება;

დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა;

დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; 

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა/წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

  • სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;
  • დიპლომატიური რანგებისა და საკლასო ჩინების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;
  • დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაციის გეგმისა და როტაციის სრულფასოვან განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი თანამიმდევრული განხორციელება;
  • დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემისშექმნა;
  • დიპლომატიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და მისი სათანადო დონეზე წარმართვისა და რეზერვის წარმოების ორგანიზება; 
  • სამინისტროს თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს თანამშრომელთა საპენსიო საბუთების გაფორმება.
  • უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანისა და დიპლომატიურ წარმომადეგნლობებში როტაციის წესით მიმავალ პირთა ბრძანებების პროექტების მომზადება;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერის შეტანა, აღრიცხვა და წარმოება;
  •  სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სტაჟირების მასალების მომზადება;
  • მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
  • დიპლომატიური სამსახურის რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, რეზერვიდან კანდიდატთა შერჩევისა და რეზერვიდან დანიშვნის მასალების მომზადება;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების ცნობების აღრიცხვა;
  • სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის:

ა) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა - სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების შემუშავება; საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციურ დეპარტამენტებთან ერთად საინფორმაციო მასალების მომზადება, დამუშავება და გავრცელება; სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის (ბრიფინგების, კომენტარების, ინტერვიუების) უზრუნველყოფა; ადგილობრივ და უცხოურ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, აკრედიტაცია და სხვა ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის აღმოჩენა; სამინისტროს ვებგვერდისა და სამინისტროს სოციალური გვერდების ტექნიკური მართვა და საინფორმაციო უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის შესახებ საზოგადოებისა და მასმედიის ინფორმირება; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და სპეციალური საინფორმაციო მასალების მომზადება; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მთავრობის შესაბამის ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის საჭირო ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;

ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საკომუნიკაციო გზავნილებისა და ვიზუალური მასალის შემუშავება-გავრცელება; ქვეყნის შიგნით და გარეთ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაცია და კოორდინაცია; საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სამეცნიერო, დონორი, კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა; ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა; ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება; საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი; ციფრული დიპლომატია.

 2. დირექტორატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე¬ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის¬ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი¬ნისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2.დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრა და იმპლემენტაცია და ამ მიზნით სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაცია;

ბ) საჯარო დაწესებულებებთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაცია/ კოორდინაცია;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაცია;

დ) სამინისტროს იმიჯის ფორმირება/გაუმჯობესება; 

ე) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების მედიააქტივობების (ინტერვიუ, კომენტარი, ბრიფინგი და სხვა) განსაზღვრა, კოორდინაცია;

ვ) დირექტორატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) საგარეო პოლიტიკისა და სამინისტროს საქმიანობის საკითხებზე საჯარო ხასიათის პუბლიკაციების, გზავნილების კოორდინაცია;

თ) ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით, საკომუნიკაციო ღონისძიებების, საერთაშორისო ფორუმებისა და კონფერენციების დაგეგმვა და განხორციელება;

ი) მედიასთან, სამეცნიერო წრეებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

კ) ანტიკრიზისული კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესაბამისად, ინფორმაციის კოორდინაცია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან;

ლ) საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ინფორმაციის ყოველდღიური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირების დაგეგმვა (კომენტარები/ინტერვიუები/ განცხადებები);

მ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების მიზნით, განცხადებების/კომენტარების/ინტერვიუების ორგანიზება/განხორციელება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და საიდუმლო კორესპონდენციაზე მუშაობის მართვის უზრუნველყოფა.

სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსით, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგიითა და შიდა აუდიტის სტანდარტებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და შიდა აუდიტის განხორციელების პრინციპებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და
ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

დირექტორი

ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი