Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე 2021 წლის 9 ივნისიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.

დაბადების თარიღი და ადგილი

ლაშა დარსალია დაიბადა 1979 წლის 31 დეკემბერს ქ. თბილისში, საქართველო.

პროფესიული გამოცდილება

2017 – 2018 - შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ;

2016  - 2017 - საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელად;

2009 – 2016 - უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორად;

2008 – 2009 - ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად;

2008 - 2016 - წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე;

2005 – 2006 - სამხრეთ კავკასიის პროექტების კოორდინატორი;

2004 - 2005 - ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროექტების მენეჯერი სომხეთში;

2004 - ორგანიზაციის წარმომადგენელად, პროექტების მენეჯერი აზერბაიჯანში;

2002 - 2004 - ანალიტიკოსად ეთნიკური უმცირესობების და კონფლიქტების განხრით;

2002 - 2006 - მუშაობდა ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ სხვადასხვა პოზიციებზე:

განათლება

2006 წელს - ესსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) - მაგისტრატურა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;

2003 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) - მაგისტრატურა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;

2001 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) - ბაკალავრიატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;

 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი