Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბიოგრაფია

დაიბადა 1979 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში, ქალაქ თბილისში.

პროფესიული გამოცდილება

2024 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

2021 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.

2018 - 2021 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2017-2018 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილის პოზიცია ეკავა.

2016-2017 წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკურ დირექტორატს.

2009-2016 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში იყო უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი.

2008-2009 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობდა ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად.

2008-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე.

2005-2006 წლებში იყო სამხრეთ კავკასიის პროექტების კოორდინატორი ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ.

2004-2005 წლებში ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ, სომხეთში ორგანიზაციის წარმომადგენლისა და პროექტების მენეჯერის თანამდებობა ეკავა.

2004 წელს მუშაობდა აზერბაიჯანში ორგანიზაციის წარმომადგენლად და პროექტების მენეჯერად ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ.

2002-2004 წლებში იყო ანალიტიკოსი ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტების მიმართულებით ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ.

2002-2006 წლებში მუშაობდა ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ სხვადასხვა პოზიციებზე.

განათლება

2006 წელს დაამთავრა ესსექსის უნივერსიტეტი მაგისტრატურის პროგრამა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

2003 წელს მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2001 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.