დაიბადა 1980 წლის 18 თებერვალს, საქართველოში, ქალაქ თბილისში.
2014 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2012-2014 წლებში იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.
2007-2012 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2006-2007 წლებში იკავებდა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამმართველოს უფროსის პოზიციას.
2005-2006 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტის პირველი მდივანი, ხოლო 2003-2005 წლებში იგივე დეპარტამენტის ატაშე.
2002-2003 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის სპეციალისტი.
2007-2008 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
2004 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.