საქართველოს და კოლომბიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 22 აგვისტოს, საქართველოსა და კოლომბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი, მეშვიდე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო კოლომბიის მხრიდან - მინისტრის მოადგილე, ფრანცისკო კოი.