ილია დარჩიაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
2023 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა აქტუალური საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სტაბილური საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს.