Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

რუსეთის ფედერაცია

საკონსულო განყოფილება

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივლისს.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან (02.09.2008 წ.).

2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის ფორმატით. ასევე ტარდება არაფორმალური შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში.

აბაშიძე-კარასინს შორის გამართული შეხვედრების შედეგად მოიხსნა 2006-2007 წლებში რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა.

ბმულები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

რუსეთის ფედერაციის ეროვნული კრება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ვებ-გვერდი

დოკუმენტები

    საპატიო კონსულები