სუამ-ის დაარსება
სუამ-ის ვებ-გვერდი: twitter: Facebook: |
1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი. 2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით. |
ორგანიზაციის მიზნები |
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ძირითადი მიზნები, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად:
|
ორგანიზაციული სტრუქტურა |
|
სუამ-ის სამდივნო |
მდებარეობს კიევში. სამდივნო ახორციელებს სუამ-ის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. სამდივნო ფუნქციონირებს სუამ-ის გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით. 2020 წლის 1 იანვრიდან სუამ-ის გენერალურ მდივნად 4 წლის ვადით დანიშნულია ალთაი ეფენდიევი. 2007-2015 წწ-ში სუამ-ის გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა ვალერი ჩეჩელაშვილს. |
თავმჯდომარე ქვეყანა |
2021 წელს - საქართველო |
საბჭო |
2019 წლის 12 დეკემბერს, კიევში გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების მესამე შეხვედრა. 2018 წლის 5 ოქტომბერს, კიშინეუში გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების მეორე შეხვედრა. 2017 წლის 27 მარტს, კიევში, გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების პირველი შეხვედრა (და სუამ-ის პირველი ბიზნეს-ფორუმი). სუამ-ის ბოლო სამიტი პრეზიდენტების დონეზე გაიმართა 2008 წელს ქ. ბათუმში. 2017 წლის 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართა სუამ-ის საგანგებო მინისტერიალი, სუამ–ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით. |
სუამ-ის დარგობრივი სამუშაო ჯგუფები სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კოორდინატორი ქვეყანა, რომელიც ინიშნება 2 წლის ვადით. ჯგუფის კოორდინატორობას ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ირჩევენ და ერთმანეთში ანაწილებენ ნებაყოფლობით. კოორდინატორი ქვეყნის ფუნქციაა სამუშაო ჯგუფის სხდომების ინიცირება და სხდომის თავმჯდომარეობა. |
ასევე, ფუნქციონირებს სამუშაო ორგანო - სუამ-ის ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელი კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც აქტიურად თანამშრომლობენ სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებები. კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა სუამ-ის სავაჭრო ციფრული კვანძის კონცეფციის პროექტი და ამოქმედდა ვებ-გვერდი: http://guamtrade.net |
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო ასამბლეას თავმჯდომარეობა განისაზღვრება 1 წლის ვადით და მას ასრულებს იგივე ქვეყანა, რომელსაც სუამ-ის თავმჯდომარეობა აბარია. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია გიორგი ხელაშვილი. |
შექმნილია 2004 წლიდან, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო და ოთხი პროფილური კომიტეტი:
აქტიურია საპარლამენტო თანამშრომლობა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეას შორის, ორ ორგანიზაციას შორის 2009 წელს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე. |
სუამ-ის განცხადებები |
წინა წლების მსგავსად, 2020 წლის 25 ნოემბერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობამ განცხადება გააკეთა სუამ-ის სახელით. განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით; გამოითქვა მწუხარება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესთან, ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვასთან, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. [Statement of the Delegations of GUAM member states on the Secretary General’s 22ndt consolidated report on the Conflict in Georgia] 2019 წლის 28 ივნისს, გაკეთდა სუამ-ის ერთობლივი განცხადება HRC-ის 41-ე სესიის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე. 2019 წლის 4 ივნისს, უკრაინის თავმჯდომარეობამ გააკეთა ტრადიციული სუამ-ის მხარდამჭერი განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე IDP რეზოლუციის კენჭისყრის დროს. ვრცლად იხილეთ: https://guam-organization.org/en/organization-for-democracy-and-economic-development-guam-declarations-statements-communiques/ |
მიმდინარე პროექტები |
|
მიმდინარე პროექტები |
|
პარტნიორი ქვეყნები და თანამშრომლობის ფორმატები |
|
აშშ (სუამ+ აშშ ფორმატი) |
სუამ+ აშშ ფორმატი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 2002 წლის 6 დეკემბერს მიღებული სუამ-აშშ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო პროგრამის საფუძველზე: "GUAM-US Framework Program of Trade and Transport Facilitation, Ensuring Border and Customs Control, Combating Terrorism, Organized Crime and Drug Trafficking". წლების განმავლობაში, სუამ-ი ამერიკულ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას ავითარდება, ძირითადად, სამართალდამცავ და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. აშშ-ს დაფინანსებითა და ხელშეწყობით, სუამ-ის წევრ ქვეყნებში (შინაგან საქმეთა სამინისტროებში) შეიქმნა სუამ-ის ვირტუალური სამართალდამცავი ცენტრი (GUAM Virtual Law-Enforcement Center (VLEC), რომლის მიზანია მხარეებს შორის დაშიფრული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიზური სისტემის (Interstate Information Management System) საშუალებით. ამერიკული მხარის ხელშეწყობით, ასევე ჩამოყალიბდა აქტიური თანამშრომლობა სუამ-სა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისს (UNODC) შორის, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს. სუამ-აშშ ფორმატის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება „GUAM-US Joint Statement“. სუამ-აშშ ფორმატში გამართულია 27 შეხვედრა, ხოლო 21 შეხვედრაზე მიღებულია დასკვნითი დოკუმენტები, ერთობლივი განცხადებების სახით. |
იაპონია (სუამ+ იაპონიის ფორმატი) |
ფორმატს საფუძველი დაუდო 2007 წელს, ბაქოში სუამ-სა და იაპონურ მხარეს შორის გამართულმა შეხვედრამ. 2019 წლის 5 დეკემბერს, ბრატისლავაში გამართა სუამ-იაპონიის მაღალი დონის მორიგი შეხვედრა და მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი. 2018 წლის 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73–ე სესიის ფარგლებში, გაიმართა სუამ-იაპონიის მე-6 მინისტერიალი. შეხვედრაზე მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი - GUAM-Japan Joint Press Release, რომელშიც დაფიქსირდა იაპონიის მხრიდან სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი. 2017 წელს აღინიშნა სუამ+ იაპონიის თანამშრომლობის 10 წლის იუბილე. 2017 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში, გაიმართა სუამ-იაპონიის მაღალი დონის შეხვედრა, რომელშიც იაპონური მხარე პირველად იყო წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე (Minister for Foreign Affairs Taro KONO). შეხვედრაზე ტრადიციულად მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი - GUAM-Japan Joint Press Release, რომელშიც დაფიქსირდა პოლიტიკური მესიჯები, იაპონიის მხრიდან სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, ასევე შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიერ ქმედებების დაგმობა. თანამშრომლობის პროგრამას “GUAM-Japan Cooperation program” ხელი მოეწერა 2015 წლის 3 დეკემბერს, ბელგრადში გამართულ სუამ-იაპონიის ფორმატის მაღალი დონის შეხვედრაზე. იაპონიის მხრიდან მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მინისტრმა იოჯი მუტომ (Yoji MUTO). 2013 და 2015 წლებში იაპონიაში გაიმართა სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების „biannual“ ვიზიტები, რომლებიც თანამშრომლობის პროგრამის მომზადებას ისახავდა მიზნად. სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების იაპონიაში ვიზიტები გაიმართა იაპონური არასამთავრობო ორგანიზაციის The Global Forum of Japan მიწვევითა და დაფინანსებით. ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ ორგანიზაციაში ჩატარდა მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სუამ-იაპონიის მე-5 და მე-6 შეხვედრები, საგარეო საქმეთა სამინისტროში. იაპონური მხარე ყოველწლიურად მასპინძლობს თემატურ სემინარებს სუამ-ის ექსპერტებისთვის, გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2019 წლის 17-23 მარტს გაიმართა თემატური სემინარი ინვესტიციების წახალისების საკითხებზე. 2018 წლის 28 იანვარი-3 თებერვლის პერიოდში, იაპონიაში გაიმართა ტრადიციული სემინარი სუამ-ის ექსპერტებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე. 2017 წლის 21-24 სექტემბერს იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Japan Expo 2017“ მოეწყო სუამ-ის ერთობლივი სტენდი. იაპონიაში მსგავსი სუამ-ის ერთობლივი გამოფენის ორგანიზების პრაქტიკა უკვე არსებობს. 2010 და 2011 წლებში, ტოკიოში გამართული The World Tourism Fair-ის ფარგლებში, იაპონიის მხარდაჭერით, წარმოდგენილი იყო იაპონელი ტურისტებისთვის შემუშავებული სუამ-ის ტურისტული პროდუქტი. |
კანადა |
2018 წლის 6 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სუამ-კანადის პირველი მინისტერიალი, რომელსაც ესწრებოდა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრისტია ფრილანდი. შეხვედრაზე მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი - GUAM-Canada Joint Press Release. |
გაერო |
2018 წლის 19 ნოემბერს გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მერვე გლობალური ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა სუამ-სა და გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმს სუამ-ის სახელით ხელი მოაწერა სუამ-ის გენ. მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა. 2018 წლის 26 ნოემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა გაერო-სა და სუამ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუცია მეოთხედ იქნა წარდგენილი. ის ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ მიიღება. |
ვიშეგრადის ჯგუფი
|
სუამ-V4 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა 2009 წლის 1 დეკემბერს, ათენში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში. აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები მომდევნო წლებში არაერთხელ იყო განხილული, მათ შორის სუამ-ჩეხეთის და სუამ-პოლონეთის მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში. |