Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას გაცნობითი შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, უილიამ მასოლინთან

2026 წლის 13 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, უილიამ მასოლინთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე განიხილეს დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა ევროპის საბჭოს როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების „კონფლიქტი საქართველოში“ და ამავე საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციას. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ უილიამ მასოლინს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები