2026 წლის 1 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქართველ და ბელარუს ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობასა და მჭიდრო კავშირებს, რაც ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული და თანამშრომლობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. ასევე, აღინიშნა ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ბელარუს ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.