Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან,  ტიმჩო მუცუნსკისთან.

შეხვედრაზე განიხილეს  ქვეყნებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პოლიტიკური დიალოგისა გააქტიურების საკითხი.  საუბარი შეეხო სექტორული თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების  მნიშვნელობას.

მინისტრებმა  საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების  მორიგი რაუნდის ჩატარების მზაობა გამოთქვეს.
 
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე  შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტირიებზე არსებულ ვითარებას. 

მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები