Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა

დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა.

აღინიშნა WHO-ს მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში არაერთი მასშტაბური რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის როლს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის წინსვლასა და მისი წარმატებით განხორციელების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე.

დანართები

    მსგავსი სიახლეები