Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, ქ. ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმში მონაწილეობს

2026 წლის 5 მაისს, საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ქ. ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში გამართული საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში (IMRF) მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სიტყვით მიმართა ინტერაქტიული მრავალმხრივი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის მონაწილეებს. 

ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა მიგრაციის სრული ციკლის განმავლობაში საკონსულო დაცვის, დახმარებისა და თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრანტებისა და დიასპორისათვის საკუთარი წარმომავლობის ქვეყნების მდგრადი განვითარების პროცესში სრული ჩართულობის ხელშეწყობას.

საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმი წარმოადგენს მთავარ მთავრობათაშორის გლობალურ პლატფორმას წევრი სახელმწიფოებისათვის, უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების (GCM) განხორციელების პროგრესის განსახილველად და გამოცდილების გასაზიარებლად.

დანართები

    მსგავსი სიახლეები