Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საფრანგეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

2025 წლის 8 სექტემბერს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ოლივიე კურტომ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლო მიმართულებებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობას.

ზურადარჩიაშვილმა საფრანგეთის ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები