Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას, მაურო ლუის იკერ ვიეირას შეხვდა. მინისტრებმა  ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და გლობალური გამოწვევები მიმოიხილეს. 

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს,  გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით და სწორედ ამაზე დაფუძნებით შეუწყონ ხელი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. 

ბრაზილიის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს,  სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება და არსებული საინვესტიციო პოტენციალი შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ბრაზილიის ბიზნესწრეებისთვის. 

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა,  დაინტერესების შემთხვევაში, ბრაზილიას გაუზიაროს გამოცდილება სახელმწიფო სერვისების ეფექტიანი სისტემების დანერგვის კუთხით. მინისტრები შეთანხმდნენ მიმდინარე წელს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები