Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან

2023 წლის 25 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან.


შეხვედრის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის,  აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე. 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და აღინიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. ილია დარჩიაშვილმა, იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში განხორციელებული სამუშაოსათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები