Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს  ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა.

წელს აღინიშნება საქართველოს  ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავი.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორგანიზაციასთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ამ მხრივ არსებულ პროგნოზებს. აღინიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს გამოკვეთილ როლზე, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებიდან და მისი საქართველოს გაზრდილი როლიდან შუა დერეფნის განვითარებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მოიწვია.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები