2026 წლის 21 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ელჩთან, სირილო გილიერმო სოსა ფლორესთან (რეზიდენციით ქ. ანკარა).
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას და მიმდინარე წელს, კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვისთვის მზაობა გამოითქვა.
აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის პარაგვაის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობის განმტკიცების პრიორიტეტულობას.