Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების სახელობის დარბაზის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქართული ემიგრაციის სახელოვანი გვარის წარმომადგენლების, ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების სახელობის დარბაზი გაიხსნა. დარბაზის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ღონისძიებას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ჩარლზ ჩხოტუას ოჯახის წევრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ისაუბრა ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების ღვაწლზე საქართველოსთან მიმართებით, ჩარლზ ჩხოტუას საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩარლზ ჩხოტუა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, ცდილობდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და უფრო მეტ აღიარებას დასავლეთში, ასევე, სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პროექტების განხორციელებას.
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა ჩარლზ ჩხოტუას ოჯახს, ჩხოტუების მდიდარი საარქივო მასალის საქართველოსთვის გადმოცემის იდეის განხორციელებაში აქტიური ჩართულობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჩხოტუების საგვარეულოს სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ საზღვარგარეთ მოღვაწეობასთან დაკავშირებული საარქივო  მასალები მოიცავს: სხვადასხვა გამოცემებს, პოლიტიკურ და მხატვრულ ლიტერატურას, საქართველოს გასული საუკუნეებისა და უახლეს ისტორიასთან დაკავშირებულ ბეჭდვით პროდუქციას და დოკუმენტებს, ცნობილი ქართველი მხატვრებისგან საჩუქრად მიღებულ ფერწერის ნიმუშებს, კარტოგრაფიულ მასალებს - რუკებს, ფოტოსურათებს, ჩარლზ ჩხოტუას  სატელევიზიო და კონფერენციებზე გამოსვლების ამსახველ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირად ნივთებს, ენციკლოპედიურ გამოცემებს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები