Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და ისტორიული კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

საუბარი შეეხო  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის პროცესში დიალოგის საჭიროებას.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ორივე მხარემ გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები