Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

ანტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან,  ლაზარ კომანესკუსთან.

მხარეებმა  ისაუბრეს BSEC-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე. ხაზი გაესვა ორგანიზაციის როლს შავი ზღვის რეგიონში.
ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. 

საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლს, ასევე, რეგიონულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს.

საუბარი შეეხო ასევე რეგიონულ თანამშრომლობას და მის მნიშვნელობას ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები