2026 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ნოდარ კომახიძე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს ესტუმრნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და საქართველოსთან მათი კავშირის გაძლიერების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტები უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და კულტურა, დაამყარონ ურთიერთობები თანატოლებთან და კიდევ უფრო გაიმყარონ კავშირი სამშობლოსთან.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობენ 14-17 წლის ახალგაზრდები ესპანეთიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან და ლატვიიდან.
შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, საღამო კი მომღერალ ზუკა ხუციშვილის კონცერტით დასრულდა.