Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა

2026 წლის 23 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები