Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ძვირფასო თანამემამულეებო, 

უპირველეს ყოვლისა გილოცავთ  ეროვნული დღესასწაულს -  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვიცით, რაოდენ ძვირფასია თქვენთვის სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამავდროულად, გვსურს მოგილოცოთ 27 მაისი - ქართული დიასპორის დღე, რომელიც  მოსდევს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და სამშობლოსა და დიასპორის ერთიანობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.  

გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლიერება გამოვხატოთ თითოეული იმ თანამემამულის მიმართ, რომელთა ძალისხმევა მიმართულია დიასპორაში და განსაკუთრებით მის მოზარდ თაობაში, ეროვნული იდენტობის, მშობლიური ენის შენარჩუნების, საზღვარგარეთ საქართველოსა და მისი კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის, საქართველოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ.  

ქართული დიასპორა ჩვენი ქვეყნის წარმატების მამოძრავებელი ძალაა და ქვეყნის განვითარების პროცესში მისი ჩართვის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, საგრძნობლად გაიზარდა სამინისტროს ფარგლებში არსებული მექანიზმების დახვეწა, როგორც დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ასევე, მათ წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად დასაძლევად. გაიზარდა დიასპორული საგრანტო პროგრამების ინტენსიურობა და პროგრამებში მონაწილეთა რაოდენობა. საგრანტო პროექტები უდავოდ კარგი საშუალებაა ქართული დიასპორისთვის მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა, ხელი შეუწყონ  დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას, საგანმანათლებლო, თუ კულტურული კერებისა და საკვირაო სკოლების დაფუძნებას. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება მეტ სტიმულს გვაძლევს, რათა მომავალში უძველესი ქართული კულტურა ევროპის ქვეყნებში წარმოვაჩინოთ და მოვახდინოთ მისი უფრო ფართო პოპულარიზაცია. 

ძვირფასო თანამემამულენო, მოხარული ვართ, რომ გვექნება შესაძლებლობა თქვენთან ერთად განვიხილოთ აღნიშნული საკითხები, ტრადიციული დიაპორული ფორუმის ფარგლებში, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. გვწამს, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი, ქართულ დიასპორასთან ერთიანობით, წარმატებით გააგრძელებს სვლას დასახული მიზნებისკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის აყვავებას, მისი სუვერენიტეტის დაცვას, ევროპულ ოჯახში ღირსეულ ინტეგრაციას უკავშირდება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები