23 წლის 29 მაისს, ბრატისლავაში Globsec-ის ფორუმის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ვლახოვსკისთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას.
განიხილული იქნა როგორც ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს,ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და შემდგომ ნაბიჯებს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სლოვაკეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას წლის ბოლოს.
შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია,რომ 29-31 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) იმართება.
ფორუმში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი,რომელიც სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.