Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა

2025 წლის 19 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები. 

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.  ხაზგასმით აღინიშნა, ამ პროცესში, შემდგომი თანამშრომლობის და დიალოგის მნიშვნელობა. 

ოლივიე კურტომ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატებები უსურვა საფრანგეთის ელჩს მის მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები