Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბარბარა ფოსთან

2026 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები. საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებს.  

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებს და მშვიდობის მნიშვნელობას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები