2026 წლის 4 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამალ აფიფთან (რეზიდენციით ქ. ერევანი).
განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეტად მჭიდრო დიალოგის, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარების მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებებით.
შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩ ამალ აფიფს ეგვიპტის მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.