Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უნგრეთის ელჩთან

2025 წლის 3 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.


მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა დიპლომატიური მისიის პერიოდში საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, რაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და მის გაღრმავებაში აისახა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ, მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე აღინიშნა მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება უნგრეთის მიერ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები