2026 წლის 6 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებასა და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების განვითარების საკითხზე.
საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი თბილისში იაპონიის საელჩოს, საქართველო–იაპონიის ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს - საქართველოს მთავრობის წევრებმა, ქართველმა და იაპონელმა ბიზნესმენებმა და ინვესტორებმა.