Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს ფილემონ იანგს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან ფილემონ იანგთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას გულისხმობს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.  ილია დარჩიაშვილმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.  ხაზი გაესვა  გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო. აღინიშნა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის აუცილებლობა.

მინისტრმა წარმატება უსურვა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მის საქმიანობაში და საქართველოში მოიწვია.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები