Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალია საფრანგეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

2024 წლის 19 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან, რომელსაც კონტინენტური ევროპის დირექტორატის უფროსის მოადგილე სილვენ გიოგე ხელმძღვანელობდა. 


შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას. ხაზი გაესვა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით და დაფიქსირდა ორივე მხარის მზადყოფნა დიალოგის მეორე რაუნდის ახლო მომავალში გამართვასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების შემდგომი გაცვლის აუცილებლობას. 


ასევე, დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა და განიხილეს არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის კუთხით, რასაც ხელს უწყობს მასშტაბური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. ფრანგულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი მსხვილი ფრანგული კომპანია ინტერესდება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით.


შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც. თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ფრანგ დიპლომატს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა  ამ მიმართულებით იჩენს და ფრანგულ მხარეს გააცნო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი. თავის მხრივ, სილვენ გიოგემ მაღალი შეფასება მისცა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და დაადასტურა საფრანგეთის მზადყოფნა,  მომავალშიც შეუწყოს ხელი საქართველოს გაწევრიანების პროცესს.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის განხორციელების პროცესში. 


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები