13-14 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტ „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა-II“-ის ხელშეწყობით, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტომ ჩაატარა „ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების შესახებ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის“ ელექტრონული სისტემის ტრენინგი.
ტრენინგის ფარგლებში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ ელექტრონულ სისტემას, რომელიც მოემსახურება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების შესახებ კომუნიკაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, კოორდინაციასა და იმპლემენტაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების შესახებ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიას 2021-2025 წლებისთვის.