Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალია ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანს შეხვდა

17 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნის განხორციელებას.

ნატო-ს მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აღინიშნა, რომ ალიანსისთვის საქართველო სანდო პარტნიორს წარმოადგენს და განსაკუთრებით აფასებენ ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ქართულმა მხარემ კი დაადასტურა, რომ ნატო-ში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მზადაა გააგრძელოს ქმედითი ჩართულობა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

აღსანიშნავია, რომ ნატო და ქართული მხარე შეხვედრამდე ნატო-ში ინტეგრაციის პრაქტიკული მექანიზმის - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. 2014 წლიდან დღემდე SNGP-ის ფარგლებში 20 ინიციატივა განხორციელდა. ინიციატივები თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს მოიცავს და ალიანსის წევრების ჩართულობით მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ქვეყნის ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის არის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS).
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები