Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

2023 წლის 5 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, მელინე არაკელიანთან, რომელიც ახლახან შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი ტენდენცია და ნიდერლანდების, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის როლი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ჰოლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები