Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება. გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმების გზაზე ევროპის საბჭოსთან მიმდინარე თანამშრომლობა და გამოთქვა ამ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. 

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული მძიმე ვითარების თაობაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის შესახებ მისი კონსოლიდირებული ანგარიშისათვის, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს. 

ხსენებულ ანგარიშს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მ/წლის 19 აპრილის სხდომაზე განიხილავს. სხდომაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები