Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩთან

2025 წლის 30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩთან სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხთან (Mr. Salman A.I. Al Alsheikh).

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. კმაყოფილებით აღნიშნეს, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის განვითარების კარგი დინამიკა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების საკითხი და ამ კუთხით საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა 2024 წლის ბოლოს  ჩამოყალიბებული „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საკოორდინაციო საბჭოს“ პირველი სხდომის ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოები.

მხარეებმა აგრეთვე გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები