Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

2026 წლის 23 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების საკითხზე. ასევე, ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები