Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2026 წლის 2 აპრილს, თბილისში, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო სომხურ მხარეს - სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში არსებულ ინტენსიურ დინამიკას.

ამასთან, განხილულ იქნა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ამ კონტექსტში,  ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

დანართები

    მსგავსი სიახლეები