Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

2023 წლის 10 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრა ჩინეთის მრარის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს და მიმდინარე მოვლენებს. 

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ სამომავლო გეგმებს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები