Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

2023 წლის 7 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. 

შეხვედრაზე განხილული იყო  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე განვითარებები.  ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის დასასრულს ჭოუ ციენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ჩინეთის მთავრობა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები