2025 წლის 9 სექტემბერს, საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა, პეტრა პონევაჩ-პანამ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
ცერემონიის ფარგლებში შეხვედრისას, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები მომავალშიც განაგრძობენ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.
ზურაბ დარჩიაშვილმა უნგრეთის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.