Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა

2025 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით,  გაიმართა  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის რიგით 72-ე სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომისიაზე გაიმართა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, გასული პერიოდის განმავლობაში, ჩატარებული ღონისძიებების შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენაანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით და მის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, პარლამენტი და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშში ასახულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო,  ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები, მათ შორის, ანგარიში მოიცავს შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციას სხვადასხვა დარგობრივი სფეროების მიხედვით.

12 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, ასევე, დამტკიცებულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, სამომავლოდ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

აღნიშნულ საკითხებზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ უმთავრეს ორგანოს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. კომისია განიხილავს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის შესრულების გზაზე.

დანართები

    მსგავსი სიახლეები