2026 წლის 19 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ებრაელი ხალხისადმი ეროვნული დღესასწაულის მილოცვასთან ერთად, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და ისრაელს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და მჭიდრო პარტნიორობაზე. რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მან ისრაელის სახელმწიფოს და მეგობარ ებრაელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.