Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული კულტურის ცენტრმა „ფესვები“ კონცერტი გამართა

2023 წლის 9 ივლისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული კულტურის ცენტრმა „ფესვები“ გამართა კონცერტი სახელწოდებით  „დაბრუნება“. 

ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“ აშშ-ში დიასპორის წარმომადგენელთა მიერ 2000 წელს დაარსდა. „ფესვები“, რომელიც ამ ხნის განმავლობაში  საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვან კერად იქცა,  ადგილობრივი საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობს.  დაფუძნების დღიდან ცენტრმა აღზარდა აშშ-ში დაბადებული ან ადრეულ ასაკში ჩასული ათასზე მეტი ბავშვი; მონაწილეობდა ქართულ დიასპორულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც აშშ-ში, ისე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 
9 ივლისს, ანსამბლმა თავისი შემოქმედება ქართველ მაყურებელს თბილისში წარუდგინა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ. 
"ფესვების" შემდეგი კონცერტი 15 ივლისს, სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) ჩატარდება.

ღონისძიებები ქართული კულტურის ცენტრის „ფესვები" ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები