2024 წლის 30 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მჭიდროდ და კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებში ქართული ბიბლიოთეკების შექმნის მიმართულებით.
ამასთან, იგეგმება ერთობლივი დიასპორული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციებისა და შეხვედრების გამართვა. ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და სამინისტროსთან ერთად აქტიურად ჩაერთვება, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ განხორციელების პროცესში.
ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და სამინისტროსთან ერთად აქტიურად ჩაერთვება, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ განხორციელების პროცესში.