2025 წლის 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სიერა-ლეონეს რესპუბლიკის ელჩს, მოჰამედ იონგავოს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ საკითხებზე და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის დარგებში წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა.